როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +17 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან - ლევან მოსეშვილი
17.11.2025.13:10
2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, ,,გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ავიაციის და ტურიზმის, ისე ტრანზიტული მიმართულებების განვითარებისთვის.
2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ, ყოველდღიურ რეისებს განაახლებს.
ეს სიახლე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, - ‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Condor Airlines-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.