როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +15 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმში. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც თოვლია ნავარაუდევი, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
20.10.2025.13:25
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22 - 23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი - მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.
წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
2025 წელს ღონისძიების სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.