მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.2
0.0032
flag
AZN 1.5942
-0.0009
flag
CNY 38.012
-0.0059
flag
EUR 3.1411
0.0026
flag
GBP 3.615
0.0136
flag
KZT 50.44
0.0003
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7111
-0.0006

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

13 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა სოხუმში. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +12 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +16, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში სერბეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

13.10.2025.20:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სერბეთის ელჩთან ტატიანა პანაიოტოვიჩ - სვეტკოვიჩთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაცის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას მოყვა როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორებში.

საუბარი შეეხო საქართველო - სერბეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ახლო მომავალში ჩატარების საკითხს, რომლის დროსაც განხილულ იქნება პრიორიტეტული ორმხრივი ეკონომიკური საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სერბეთის დელეგაცია მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა