მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

1 ოქტომბერს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14.

ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +21გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +20 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +9, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად - ირაკლი ნადარეიშვილი

03.10.2025.11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 
 
საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  "დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვ.
 
საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. 
 
სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა