როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმს, უმეტეს რაიონში კი მოსალოდნელია ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +20 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15.
ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +16 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +12, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
19.09.2025.11:53