როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 სექტემბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +27 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17.
ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.09.2025.12:49
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, GCCA-მა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა.
დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს.
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა.
უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და შევსებული განაცხადი გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: consumer@gcca.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, ისარგებლონ GCCA-ის ცხელი ხაზით: 15 20 ან 032 2 05 44 22.