როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 28-33 გრადუსამდე მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში 32-37-ს, თბილისში კი 37 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.16:15
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.