მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარის ზღვისპირა რაიონებში, ვარაუდობენ ხანმოკლე წვიმას ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 25-30 გრადუსს მიაღწევს. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსის ფარგლებში იქნება. დედაქალაქში კი მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს. 

კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

27.08.2025.11:40

პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება და განხორციელება". 

კონკურსის მიზანია პროფესიულ დაწესებულებებში არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის, მათემატიკა და ტექნოლოგიები, ციფრული უნარები, სოციალური უნარები, სამეწარმეო უნარები, წიგნიერება, მულტილინგვისტურობა, კულტურული ცნობიერება, გამოხატვის უნარები და სხვა.

აღნიშნული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სამოქალაქო ჩართულობას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას. 

პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად ზრუნავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების გაძლიერებასა და პოპულარიზაციაზე.

დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=650957

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა