როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
25 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +32 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21.
ბათუმშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო ამინდია, +28 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა. დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +25, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
წვიმს ლაგოდეხშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით, დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:34
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.