როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +31 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22.
ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.
ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +31 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +23, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმის ალბათობა დიდია.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.14:46
მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს.
სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.
თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.
The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.