როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 ივნისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმს სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმს. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.14:27
2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.