როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ივნისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.
წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმის ალბათობა საკმაოდ დიდია. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს. +22 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანია ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.13:27
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის, აკადემია UNIKO-ს ორგანიზებით, ორ თვიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით წარმატებით დასრულდა.
კურსის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გუნდის გაძლიერებას და მათი კიბერუნარების განვითარებას, კიბერჰიგიენის პრინციპების დანერგვასა და თანამედროვე კიბერეთიკის სტანდარტების ათვისებას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ სემეკის თანამშრომლებს ოფიციალურად გადაეცათ კურსის დასრულების სერტიფიკატები.
ტრენინგი ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შერწყმით, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, რეალურ პირობებში განავითარონ თავდაცვითი და პრევენციული უნარები კიბერსაფრთხეებთან მიმართებით.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის გადამზადება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია:
„UNIKO-სთან პარტნიორობით ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგ-კურსი, რომელიც მიზნად კიბერუსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და გაძლიერებას ისახავდა. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კომისიის ყველა რგოლის თანამშრომელი მომზადებულია თანამედროვე ციფრული საფრთხეებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციის უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობისთვის.“
როგორც ცნობილია, აკადემია UNIKO წლებია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების კორპორატიული ტრენინგების მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია მამაგულაშვილი აღნიშნავს:
„ჩვენი მისიაა ორგანიზაციები გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოების კუთხით. ამ კურსში ჩართულნი იყვნენ ექსკლუზიურად მოწვეული პროფესიონალები, მათ შორის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ დავლაშელიძე და UNIKO-ს წამყვანი ტრენერი, კიბერუსაფრთხოების პრაქტიკოსი ლევან აბესაძე. ჩვენი გუნდი მრავალი წლის გამოცდილებას აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორების გაძლიერებაში.“
კურსის კოორდინატორი და აკადემია UNIKO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ პაკაცოშვილი კი ყურადღებას ამახვილებს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში:
„„თანამედროვე ციფრულ სივრცეში ორგანიზაციის მდგრადობა პირდაპირ არის კავშირში მისი თანამშრომლების კიბერუნარებთან. განსაკუთრებით დღეს, როცა გლობალურად და რეგიონშიც ომიანობის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა კიბერშეტევების რისკმა, კიბერუსაფრთხოება არამარტო ტექნოლოგიური, არამედ სტრატეგიული გადარჩენის საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ორგანიზაციებს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ტრენინგები – დაწყებული ციფრული საგამოძიებო უნარებით, დამთავრებული მავნე ფაილების ანალიზითა და ქსელის მონიტორინგის სისტემების დანერგვით.“
საინტერესოა, რომ უახლოეს მომავალში UNIKO გეგმავს საერთაშორისო დონის კიბერუსაფრთხოების ფორუმის გამართვას, რომლის მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და გაძლიერება კიბერუსაფრთხოების კუთხით.