მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
ბიზნეს მრჩეველი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება შედარებით მაღალი ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე.

მცირე, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

29.05.2025.16:08

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.

ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა