როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 იანვარს საქართველოში
29 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო ამინდია. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში ნალექი არ არის მოსალოდნელი, დღისით -1, ღამით -11 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდია, დღისით +2, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს არც თბილისში ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო - გივი მიქანაძე
29.01.2026.11:31
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. მისივე თქმით, ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.