როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 იანვარს საქართველოში
22 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +12 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +12, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი ამინდია. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -11 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +2, ღამით -9 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +3 იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია, -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა
22.01.2026.11:13
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა" 31 185 ლარით დაჯარიმდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.
საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.
მომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად.
შპს „ადას" წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. შპს „ადამ" არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31 185 ლარით დაჯარიმდა.