როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში
22 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ოზურგეთში ღრუბლიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დღე მშრალია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიი მცირე ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით. დღისით ტემპერატურა +23 ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში მცირე ნალექი და +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ღრუბლიანი დღეა. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +19გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდი და დღისით +20გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზინი დღეა, თუმცა მცირე წვიმას ელოდებიან. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.
მზეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მცირე ნალექია. დღისით +6 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება თელავში, სადაც +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში უნალექო და მზიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო და მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს www.rs.ge საინფორმაციო ფანჯარა - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა
22.04.2026.10:47
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს გადასახადის გადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცე სახელწოდებით - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არის ერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებს სხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციის წარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც მათ დროულ ინფორმირებას უწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/NewBusiness