როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში
2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე
იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც დღე მშრალია, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანია, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიან ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, დღისით +8 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
ეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სხვა სიახლეები
500-ზე მეტი სკოლა უკვე ავტორიზებულია და 2030 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია - თამარ მახარაშვილი
02.04.2026.10:30
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილი განცხადებით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებისთვის გადამწყვეტია სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა, რის უზრუნველსაყოფად მინისტრი გივი მიქანაძე რეგიონებში აქტიურად ხვდება მშობლებს და მათ რეფორმის დეტალებს აცნობს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თამარ მახარაშვილმა განმარტა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.
„ახლა არავის უკვირს, რომ მინისტრი მასწავლებლებს ხვდება და ა.შ. ზოგი უფრო ხშირად ხვდებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ გივი მიქანაძემ აბსოლუტურად ყველანაირი რეკორდი მოხსნა. არა მხოლოდ მასწავლებლებთან შეხვედრების კუთხით, არამედ რეგიონ-რეგიონ და რაიონ-რაიონ ხვდება მშობლებს.
და ისეთი ინფორმაციები მოდის, მათ შორის ზოგადი განათლების რეფორმას რომ ვაცნობთ - ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ გვინდა სასკოლო საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ თუ არ ითანამშრომლა ამ დიდ რეფორმის გზაზე დირექტორმა, მასწავლებელმა, მშობელმა და ბავშვმა ერთად, გამორიცხულია, რომ ამ რეფორმაში ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ და ვიამაყოთ ამ შედეგით.
ერთია კონკრეტულ საკითხზე მოისმინო მასწავლებლის ხმა ან ადმინისტრაციის ხმა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ გესმოდეს მშობლის ხმა და მოსწავლის ხმა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ავტორიზაციის პროცესი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ ავტორიზაციის დიდი პროცესი დაიწყო 2023 წლიდან - სკოლების ავტორიზაცია.
ვიდრე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში რვა გამოწვევაზე ვიტყოდით, რომელიც ჩვენმა მინისტრმა წარადგინა და ამ იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ვისაუბრებდით, მანამდე საბაზისოდ წინაპირობა გვქონდა იმისა, რომ უკვე ამ თემებზე გვესაუბრა. ამას ეწოდება გარე ხარისხის შეფასება, ანუ ავტორიზაცია. ეს არის გარე ხარისხის შეფასება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ექსპერტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფაზე, შედიან სკოლებში და კონკრეტული სტანდარტებით აფასებენ სკოლის მდგომარეობას. ისინი ადგენენ ე.წ. გაიდლაინს და სკოლამ იცის, თუ ერთი წლის განმავლობაში რას უნდა მიაღწიოს, შესაბამისად, რა აქვს გამოსასწორებელი. ეს ძალიან დიდი პროცესია“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
თამარ მახარაშვილი განცხადებით, წლების განმავლობაში საჯარო სკოლები კანონით ავტორიზებულად ითვლებოდა, მაშინ როცა კერძო სკოლები რეალურ ავტორიზაციას გადიოდნენ, რამაც საზოგადოებაში გააჩინა აღქმა, თითქოს კერძო სკოლები საჯაროზე უპირატესია.
„წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში იყო ჩანაწერი - ჩაითვალოს ავტორიზებულად. მე გესაუბრებით საჯარო სკოლებზე, თორემ კერძო სკოლების ავტორიზაცია დაწყებულია. მაგრამ ნახეთ დამოკიდებულებაც როგორი იყო - კერძო სკოლა, ე.ი. ნიშნავს რომ აპრიორი სჯობს საჯარო სკოლას. იცით საიდან მოდის ეს დამოკიდებულება? მინიმუმ იქიდან, რომ კერძო სკოლები გადიოდნენ ავტორიზაციას და საჯარო სკოლები ჩათვლილი იყვნენ ავტორიზებულად. მინიმუმ სახელმწიფო ამით ჩვენ გეუბნებოდით, რომ მე ჩავთვალე მაგრამ არ შემიმოწმებია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი პროცესი - 2086 საჯარო სკოლის ავტორიზაცია. გრძელდება ეს პროცესი, 500-ზე მეტი სკოლა უკვე ავტორიზებულია და 2030 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქ არის ბმა განათლების საფეხურებს შორის. ცალკე ამოგლეჯილი ნებისმიერი საფეხური, ეს იქნება ზოგადი, ეს იქნება სკოლამდელი, პროფესიული თუ უმაღლესი, რა რეფორმანც არ უნდა ჩაატარო, თუ ეს ჰარმონიული ბმა, ტრანზიცია არ იქნა საფეხურებს შორის - გამორიცხულია. და ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ ამხელა პრობლემას ვუსწორებდით თვალს და ამხელა პროცესს ვიწყებდით ავტორიზაციის სახით, იქვე დავიწყეთ საბავშვო ბაღების ავტორიზაციაც“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ.