როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში
11 სექტემბერს ქუთაისში დღისით +33 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთში უნალექო დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში სავარაუდოდ, იწვიმებს, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი ამინდია სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +31 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავში, +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან დღეს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმაა. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.17:11
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი სებ-სა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, საგადახდო სისტემები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რისკების მართვის, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
დელეგაციის წევრებს სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე შეხვდა, რომელმაც სებ-სა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ ყაზახი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება ნაყოფიერი იქნება.