როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
5 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი დღეა. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი ამინდია. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც მზიანი დღე იქნება. დღისით -2, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +7 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია, -1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ზაფხულის სეზონისთვის ორი განახლებული სამგზავრო მატარებელი გვეყოლება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამი შემადგენლობის მოდერნიზებაა დაგეგმილი - ლაშა აბაშიძე
05.02.2026.10:45
დავიწყეთ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი, ზაფხულის სეზონისთვის უკვე განახლებული მატარებლები გვეყოლება - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.
ლაშა აბაშიძემ სავაგონო დეპოში სამგზავრო მატარებლების განახლების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, თანამშრობლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ სამი მატარებლის განახლებაა დაგეგმილი.
„იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.