როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37-39 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ 39 გრადუსს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
16.03.2026.12:42
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.