როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებენ რეკომენდაციებს აძლევს.
„როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? რეკომენდაციები:
-ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია.
-დღისით, შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია.
-მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
-მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას.
-არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
-მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა,
-ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი,
-მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად,
-მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს.
-საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს.
-თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე.
-მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.14:46
მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს.
სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.
თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.
The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.