მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

როდის აღუდგება თბილისს 24 საათიანი წყალმომარაგება - კახა კალაძემ GWP-ის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP)  გენერალურ დირექტორს  ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა.

შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად  თბილისში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებზე და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს. 

თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან  კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. 

„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე. მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს  თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე  სამუშაოებზე.  

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და  უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. 

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით კი, დედაქალაქში წყალმომარაგების სრულად აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

 

„დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა