მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტირებაში 140 სპეციალისტი იყო ჩართული

news image

რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტირებაში 140 სპეციალისტი იყო ჩართული, მათ 56 იყო საერთაშორისო, ხოლო 84 ადგილობრივი ექსპერტი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან დეპუტატს სადეპუტატო კითხვის პასუხად მისწერა. 

როგორც ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რიკოთის უღელტეხილის საპროექტო სამუშაოები განახორციელა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის პრინციპით შერჩეულმა ამერიკულმა (AECOM), თურქულმა (TEMELSU) და იტალიურმა (IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A) კომპანიებმა. ამასთან, პროექტში ჩართული იყო რამდენიმე ათწლეულის გამოცდილების მქონე ექსპერტები. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვის სპეციალისტებს, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს და სხვა. ჯამში პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, მათ შორის 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი.

„ამასთან, რიკოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებენ საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან, რომელთაც აქვთ მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ათეულობით წლობის საერთაშორისო ზედამხედველობის გამოცდილება. საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს 20-30 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 147 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის 99 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო. აღნიშნული სპეციალისტები არიან სხვადასხვა მიმართულების, კერძოდ:

გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრები, ხარისხის კონტროლის, მასალების კონტროლის ინჟინრები, საგზაო უსაფრთხოების ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტები და სხვა.

ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე წელს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა მეწყერის განვითარების გამო არ ჩაკეტილა.

2023 წლის 13 მარტს უბისა-შორაპანის მე-10 კილომეტრზე ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, უხვმა ნალექმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა მშენებარე გვირაბის გარე ბეტონის სექცია. საგზაო მოძრაობა არ შეფერხებულა. მშენებარე მონაკვეთზე გატარდა სათანადო ღონისძიებები და დაზიანებული ობიექტი უკვე აღდგენილია კონტრაქტორის ხარჯით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 მარტს რიკოთის 149 კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა. ძველი, არსებული გზიდან 200 მეტრში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომელიც სპეციალისტებმა მიიჩნიეს მომეტებული საფრთხის მქონედ. გზა დაუყოვნებლივ დაიკეტა, რისკების პრევენციის მიზნით კი, მონაკვეთზე გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, მოეწყო დამცავი კედელი, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი და დაიწყო შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები. რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რიკოთზე დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.

ასევე, 2023 წლის 11 აპრილს მაგისტრალის 147-ე კმ-ზე, სადაც არ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მონიტორინგის ფარგლებში, იდენტიფიცირებული იქნა შესაძლო ქვათაცვენა. საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა, დაიგეგმა ფერდის ჩამოწმენდა, რისთვისაც ჩაიკეტა რიკოთის მონაკვეთი. დაგროვილი სატვირთო ავტოტრანსპორტის გატარებისთანავე, რიკოთზე მოძრაობა აღდგა დაწესებული სპეციალური რეჟიმით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რიკოთზე მგზავრთა გადაადგილებისათვის გატარებულია ყველა სახის უსაფრთხოების ზომები“, აღნიშნულია მინისტრის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ წერილში.

ირვევა, რომ რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების განხორციელების დროს ჩატარდა შესაბამისი კვლევები, რის შედეგადაც შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, გაკეთდა აეროფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა.

ასევე, პროექტირებისას შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები. ხაზგასასმელია, რომ გრუნტის წყლების შეკრების შესაბამისი გადაწყვეტები წარმოდგენილია საპროექტო დოკუმენტაციაში, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მოჭრილი მიწის განთავსების საკითხები განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.

„რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საპროექტო სამუშაოები დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ. დეტალური საპროექტო სამუშაოები განახორციელა, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესებით, ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის პრინციპით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კორეულმა საპროექტო ორგანიზაციამ - PYUNGHWA ENGINEERING CONSULTANTS LTD. ამასთან, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საპროექტო დოკუმენტაცია მიღებულ იქნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტის მიერ მისი განხილვისა და მსოფლიო ბანკთან შეთანხმების შემდეგ.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ჩატარდა კომპლექსური საკვლევაძიებო სამუშაოები, რომლებიც, მოიცავდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს. კვლევების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი გეოტექნიკური გაანგარიშებები და დამუშავდა საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ სტანდარტებზე დაყრდნობით კი, შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, მეთოდოლოგიები და სპეციფიკაციები.

პროექტირების დროს, ისეთ შემთხვევებში, როცა გვირაბის პორტალები მდებარეობს მიუწვდომელ ადგილას, არ არსებობს საპროექტო პორტალებთან მისასვლელი გზები და ამასთან, ტექნიკურად შეუძლებელია მათი მოწყობა, როგორც ეს იყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, პირველ რიგში რა თქმა უნდა მოხდა ფონდურ მასალებზე დაყრდნობით გეოლოგიური რუკების შედგენა. შემდგომ, საპროექტო გვირაბის პორტალების მიმდებარედ, ყველაზე ახლოს გაკეთებული ჭაბურღილების მეშვეობით მოხდა გეოლოგიური კვლევის განხორციელება და გეოლოგიური პროფილის აგება. ასევე, დამატებით სურათის დაზუსტება მოხდა გეოფიზიკური კვლევის განხორციელებით, რომელთა ერთობლიობითაც შეიქმნა ქანების გეოლოგიური აგებულების სურათი. ამდენად, ვინაიდან ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის გვირაბის პორტალების უშუალოდ ჭაბურღილებით შესწავლა ტექნიკურად შესაძლებელი იყო მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ (მანამდე წვდომის არ არსებობის გამო), პროექტი ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციას გეოლოგიური სურათის დაზუსტებაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ პრაქტიკას.

ნიშანდობლივია, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ მშენებელი კომპანიების მიერ პროექტით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად განხორციელდა დამატებითი გეოლოგიური კვლევა გვირაბების პორტალებთან და მხოლოდ შემდგომ შესრულდა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის სამშენებლო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრას კონტრაქტორის ვალდებულებას სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ჩაატაროს დამატებითი კვლევები და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე გადაამოწმოს გეოლოგიური სიტუაცია, როგორც ეს მითითებულია

საპროექტო დოკუმენტაციაში. აღნიშნული შესრულდა სამშენებლო კომპანიის მიერ და კვლევების განხორციელების შემდგომ,

რაიმე სახის არსებითი საპროექტო ცვლილების საჭიროება პორტალის ადგილმდებარეობასთან მიმართებით არ დამდგარა.

აღნიშნულ მონაკვეთზე გვირაბების 2 736 მეტრი გაბურღულია.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია სათანადო სტანდარტების შესაბამისად, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან და მათი თანხმობის შემდეგ არის მიღებული, აპელირება, რაიმე სახის არაკეთილსინდისიერებაზე ან უპასუხისმგებლობაზე საფუძველს მოკლებულია“, - აღნიშნულია მინისტრის წერილში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი - სუს-ი

05.12.2025.18:29

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი, - განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.

მან დაასახელა კორუფციის შემთხვევების ექვსივე ფაქტი.

პირველი: მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა. 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ. 

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგი“-ს დირექტორი შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.

თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს. 

შპს ,,ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი. 

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაგნიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა