მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7029.6
-0.0086
flag
AZN 1.583
0
flag
CNY 37.799
-0.0005
flag
EUR 3.1502
-0.0149
flag
GBP 3.645
-0.0106
flag
KZT 49.98
-0.0015
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.692
-0.0001

რიგის მიმართულებით წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა - ლევან მოსეშვილი

news image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგებით სავსე ორი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა. ისტორიულ მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრების რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი თანამშრომლებთან ერთად უწევდა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ქომაგები პირდაპირი ავიარეისით გაემგზავრონ რიგის მიმართულებით და დაესწრონ ისტორიულ მატჩს. წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენი კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებით განვაგრძობთ ევრობასკეტზე ასპარეზობას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
სუბსიდირებული ფრენები სავსე ბორტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია Air Baltic-მა გამთენიისას შეასრულა.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს.

ფრენები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რამდენიმე ქალაქში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

10.09.2025.18:24

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება აღჭურვილი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრებში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები,  სამედიცინო ოთახი და  ტექნიკური სათავსოები.

ყველა სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ახალი საფეხბურთო სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა