მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

რეკომენდაცია რისკის ჯგუფებისთვის - რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის სიცხის დროს? - ჯანდაცვის სამინისტრო

news image

ჯანდაცვის სამინისტრო რისკის ჯგუფებს ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებენ რეკომენდაციებს აძლევს.

რეკომენდაციები

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.

• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს იღებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ.

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელებისა.

• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

• თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ან - მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).

• გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს, ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ.

• შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის - ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის. 

• შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), აგრილებამდე.

• თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი, ან - თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს

16.07.2025.14:46

მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას  აფართოებს.

სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.

თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.

The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით. 

BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა