რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამა დაიწყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ჩარევაც აუცილებელია - დათა კობახიძე
14.04.2026.08:55
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ადამიანის ჩარევაც აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყის აღდგენა რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ტყის გავრცელება საძოვრების ეკოსისტემებსაც კი ფარავს.
„აღდგენის კუთხით, თავად ტყეს, განსაკუთრებით საქართველოს ტყეებს, ახასიათებს თვითაღდგენის უნარი. ანუ, თუ არ გაგრძელდება არასწორი სარგებლობა და არ იქნება უკანონო, მასშტაბური ჩარევები, დროთა განმავლობაში ტყე ბუნებრივად ახდენს თვითაღდგენას.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ჩარევა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღდგენის პროცესის დაჩქარებაში.
აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ყველა რეგიონს არ ეხება. არსებობს რეგიონები, სადაც, პირიქით, გარკვეულ ტერიტორიებზე საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება, რადგან აღარ მიმდინარეობს ტრადიციული საქმიანობა და ტყე ფარავს ამ ფართობებს.
მით უმეტეს, კლიმატის ცვლილებისა და ტრადიციული საქმიანობის შემცირების ფონზე, ასევე სხვა ფაქტორების გავლენით, არსებობს რიგი რეგიონები, სადაც ეს პრობლემა მწვავედ არ დგას. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უნდა იყოს დაცვითი ტყის სტატუსი, ასევე ზოგ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში, ეს პროცესები მაინც შეინიშნება.
რაც შეეხება აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. სწორედ ამ გეგმებში განსაზღვრული ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.
საბოლოოდ, ამ პროცესების ერთობლიობა მოგვცემს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება, ხშირ შემთხვევაში დაახლოებით 10 წელი, ზოგ შემთხვევაში კი სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულებიც კი, ან საუკუნეც დასჭირდეს,“ - აღნიშნა დათა კობახიძემ.