რეგიონებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს - მინისტრი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.
„ყვარლის ცენტრალური სტადიონის ადგილზე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. გამოცხადებულია სამშენებლო ტენდერი. მოეწყობა 200 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნების მოვლის ტექნიკით. კომპლექსში იქნება გასახდელები, სველი წერტილები და სათავსოები," – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხადყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში - ლევან მოსეშვილი
29.10.2025.16:13
2025 წლის წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურნენ. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული ფრენების რაოდენობა ჯამურად, (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ისტორიულად მაღალი მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა დაფიქსირდა. იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით მეტია.
,,2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები ცხსდყოფს უპრეცედენტო ზრდას საქართველოს საავიაციო სექტორში. ჩვენი აეროპორტები 6 ნახევარ მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ფრენების და მგზავრთნაკადის ზრდა ნათლად ასახავს ჩვენი სწორად დაგეგმილი საავიაციო პოლიტიკის შედეგს და იმ დინამიკურ განვითარებას, რომელიც საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო გამორჩეულ პოზიციაზე აყენებს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 067 202 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 9 თვეში 1 407 814 მგზავრი მიიღო და მოემსახურა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა, კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 32%-ით მეტია.