მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

რამდენიმე კომერციულ ობიექტს წყალმომარაგება შეეზღუდა - იმერეთის რეგიონში უკანონო დაერთებები გამოვლინდა

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ჩატარებული ტექნიკური შემოწმებების შედეგად, ქალაქში მოქმედ რამდენიმე სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.

აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომპანიამ კომერციულ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა გასული წლის დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. შედეგად, ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, წყლის რესურსის სამართლიანი განაწილებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“აცხადებს, რომ უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30.01.2026.15:15

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს შეხვდა. 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორო საფინანსო კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დეპარტამენტის  მენეჯერი პატრიკ ავატო, ასავე, მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა