რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2025 წლის I კვარტალში
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის I კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების შესახებ პირველადი სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პერიოდში 6 148 მართვის მოწმობა გაიცა.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში 7 223, ხოლო ჯამურად 2024 წელს გაცემულმა მართვის მოწმობების რაოდენობამ 28 733 შეადგინა, რაც 5.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2024 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა კვარტლების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება:
I კვარტალი, 2024 წელი - 6 307
II კვარტალი, 2024 წელი - 6 950
III კვარტალი, 2024 წელი - 8 253
IV კვარტალი, 2024 წელი - 7 223
რაც შეეხება ბოლო 5 წლის მონაცემებს, მართვის მოწმობების გაცემის სტატისტიკა ასეთია:
|
მართვის მოწმობები |
||
|
|
31 დეკემბრის მდგომარეობით |
პირველადი რეგისტრაციით |
|
2017 |
1 176 232 |
59 013 |
|
2018 |
1 233 437 |
49 121 |
|
2019 |
1 311 216 |
45 884 |
|
2020 |
1 351 028 |
42 229 |
|
2021 |
1 395 995 |
47 891 |
|
2022 |
1 421 804 |
30 515 |
|
2023 |
1 439 918 |
27 255 |
წყარო: საქსტატი
ცნობისთვის, 2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
იგივე თემაზე:
მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა
2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა
მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.