რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წლის 9 თვეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში 8 253 მართვის მოწმობა გაიცა.
2024 წლის მეორე კვარტალში 6 950-ი, პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 6 307 შეადგინა. ჯამში ორ კვარტალში 13 257 მართვის მოწმობაა გაცემული, სამ კვარტალში ერთად 21 510 ; მეორე კვარტალში 543-ით მეტი. ხოლო მესამეში მეორესთან შედარებით 1 303.
რაც შეეხება ბოლო 5 წლის მონაცემებს, მართვის მოწმობების გაცემის სტატისტიკა ასეთია
2023 წელი - 27 255;
2022 წელი - 30 515 ;
2021 წელი - 47 891;
2020 წელი - 42 229;
2019 წელი - 45 884;
საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში 1 192 509 მართვის მოწმობა იყო მოქმედი. აქედან პირველადი რეგისტრაციით მართვის მოწმობა 27 255 პირმა აიღო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელთან შედარებით, მოქმედი და გაცემული მართვის მოწმობების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
კერძოდ, 2022 წელს 1 421 804 მართვის მოწმობა იყო მოქმედი, ხოლო პირველაიდ რეგისტრაციით მართვის მოწმობა 30 515 პირმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.
იგივე თემაზე:
მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა
2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა
მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა Google-ის წარმომადგენლებთან საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
24.10.2025.17:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კორპორაცია Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში რეგიონულ პროგრამას „Build With AI for Public Sector" - ს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაღრმავებას და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის განვითარებას.
შეხვედრაზე Google-ის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს რეგიონული პროგრამა, რომლის ფარგლებში, Google-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე განიხილეს ამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას მაღალი გამტარიანობის ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელებითა და ჰიპერ მასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დააკავშირებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, ციფრულ წიგნიერებაში ინვესტირების გაგრძელების, ინოვაციების ხელშეწყობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას და ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას ამ მიმართულებებით.
Google-ის პროექტი ითვალისწინებს ღრუბლოვანი სისტემების, ხელოვნური ინტელექტის მოდულების, ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ Google-ის დაცვის სისტემების შესაძლებლობებზე, მათ მნიშვნელობასა და გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლებას საჯარო მოხელეებისთვის. ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და Google-ის გეოინტელექტის შესაძლებლობებს, რაც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.