რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებენ შენობები საქართველოში - მშენებელები და ურბანისტები სეისმური აუდიტის ჩატარებას ითხოვენ
მომავალი წლიდან შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები კიდევ გამკაცრდება. მშენებლების და ურბანისტების რეკომენდაციაა, სეისმური აუდიტი ჩატარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სამშენებლო პროექტებში სეისმურობასთან მიმართებით სტანდარტები გათვალისწინებულია, სისტემა მოძველებულია და ცვლილებას საჭიროებს. სეისმურმა აუდიტმა ასევე უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს თბილისი.
ეს საკითხი აღელვებს ყველას, რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის თემა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა.
სამშენებლო კომპანია ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ საქართველოში აშენებული კორპუსები მეტ-ნაკლებათ მდგრადია და ამ მხრივ საფრთხე ნაკლებადაა, თუმცა სეისმური აუდიტის ჩატარება აუცილებელია.
,,საბჭოთა კავშირის შემდგომ მასშტაბური სეისმური კვლევა არ ჩატარებულა. მართალია, სეისმური მონაცემი ასე ადვილად არ იცვლება, შეიძლება საუკუნეებიც სჭირდება, მაგრამ საბჭოთადროინდელი და დღევანდელი კვლევის მეთოდები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
აუცილებლად უნდა ჩატარდეს სეისმური აუდიტი და გათვალისწინებული იყოს ყველა დასახლების პუნქტში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების სამშენებლო გაანგარიშებებში. ეს არ არის მხოლოდ სეისმოლოგია. თბილისში მასებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სამშენებლო კომპანიები და მშენებლობით დაინტერესებული პირები გეოლოგიურ დასკვნებს მარტივად იღებდნენ. ეს მავნე პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს და ნელ-ნელა ხდება კიდეც მშენებლობის სტანდარტის გაუმჯობესება. თბილისი ისეა დაპროექტებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლოს, მაგრამ ეს მაჩვენებელიც მომავალში სეისმური აუდიტის საფუძველზე უნდა დადგინდეს“, - ამბობს Business-Insider Georgia-თან შოთა გუჯაბიძე.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, დედაქალაქთან შედარებით, შენობების მდგრადობის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად უკეთესი ვითარებაა რეგიონებში. თუმცა ურბანისტი მიიჩნევს, რომ სეისმური აუდიტის ჩატარება მნიშვნელოვანია.
„სიახლე არ არის, რომ დღევანდელ პროექტებში სეისმურობასთან მიმართებით სტანდარტები გათვალისწინებულია. ვერ გეტყვით, რამდენად სრულდება, მაგრამ რა მონაცემებიცაა, ეს არის საიმედო. რყევებისგან თავდაცვის საშუალება ძლიერი ბიძგების გამძლე მყარი შენობაა, რომელიც 8 ბალამდე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ ტექნიკური ზედამხედველობა ამის კონტროლს ახორციელებს. როგორი მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, საჭიროა სეისმური აუდიტი ჩატარდეს, რაც მიწისძვრებისგან უფრო მეტად დაგვიცავს”, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტში ევროკოდები შემოვა, რომელმაც სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხოება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.