მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

რაგბი ევროპა | ესპანეთთან კაპიტანი ბრუნდება

news image

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე 18 თებერვალს, ესპანეთთან ბრუნდება. მან სუპერ თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა და „ლომებთან“ მატჩში გუნდს 43-ედ წარუძღვება.

საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთს ტორელავეგაში, ჩვენი დროით 22 საათზე ერკინება. თასის ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, მომავალი შეხვედრა კი ჯგუფის გამარჯვებულს გაარკვევს და ის მარტის პირველ უქმეებზე „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს უმასპინძლებს. შესაბამისად, ეს არის შანსი, რომ ბორჯღალოსნები ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ წარსდგნენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

ნიდერლანდებთან 40:8 მოგების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შარიქაძე ცენტრში გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ აკა ტაბუცაძეს და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია. 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტოში ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, მგეზავი კი თედო აბჟანდაძეა.

შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ, ბურჯები კი კვლავ ნიკა აბულაძე და ბექა გიგაშვილი იქნებიან. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ და მას ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელსაც ნიდერლანდებთან არ უთამაშია. მესამე ხაზში ბრუნდება შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე და კი წლევანდელი რაგბი ევროპის მესამე თამაშსაც სასტარტოში იწყებენ.

მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ, 9 ნომერმა გელა აფრასიძემ და ცენტრმა დემე თაფლაძემ. კვლავ მარქაფაში არიან ბურჯი სერგო აბრამიშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და მგეზავი ლუკა მატკავა. თადარიგშია ბურჯი გურამ პაპიძე, რომელიც გერმანიასთან სასტარტოში იყო, ნიდერლანდებთან კი არ უთამაშია.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
„ა“ ჯგუფი. მესამე ტური
18 თებერვალი. ტორელავეგა22:00 (საქ. დრო)
ესპანეთი  საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა