„Raffaello”-ს, „Carte Noire“-ის, „Kinder Schokolade”-ის და „Jacobs Monarch”-ის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები გ. ა. და ფ. დ. დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
21.10.2025.15:37
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2023- 2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში 2023-2024 წლებში არსებული მდგომარეობის, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების, გამარტივებული მომსახურებებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების შესახებ.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში 2023-2024 წლებში მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის ენერგეტიკულ დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი მაჩვენებლები 2023 წელთან შედარებით 2024 წელს გაიზარდა და 491, 283 მლნ ლარი შეადგინა.
„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2024 წელს ფაქტობრივად განხოციელებულმა ინვესტიციებმა 212,647 მლნ ლარი შეადგინა, რაც ასევე აღემატება 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულ 179,41 მლნ ლარის ინვესტიციას. წყალმომარაგების სექტორში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 468.7 მლნ ლარი, ხოლო 2024 წელს - 623.7 მლნ ლარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებზე, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით დაბალია.
დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა მომხარებელთა ინტერესების დაცვაზე და ღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში სემეკში კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ 6038 განცხადება/საჩივარი შევიდა.
„გასული 2 წლის განმავლობაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მოქალაქეებს ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ან ხანდაზმული დავალიანებები - ჯამში 6,403,783,73 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიებმა მომხმარებლებს 2023-2024 წლებში კომპენსაციის სახით 3,757,448 ლარი გადაუხადეს“, აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ინფორმაციის საჯაროობასა და კომისიის საჯარო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ამასთანავე განმარტა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ხელშემწყობი ახალი რეგულაცია და ამ კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ სემეკის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიშებს დადებითი შეფასება მიეცა.