რაჭის დაცული ტერიტორიები გაფართოვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში, ბიომრავალფეროვნების დაცვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოებასა და ტურიზმის განვითარებაში. რაჭის ეროვნული პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
11.04.2026.11:53
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.