მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

news image

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ცნობით, გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ: ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე- რაჭის გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო - რევაზ სოხაძე

12.01.2026.11:05

„გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“  სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, რაც პროექტის მასშტაბსა და სირთულეს ნათლად წარმოაჩენს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი შრომაც იდგა ამ პროექტის უკან  იდეის დაბადებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

მისივე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება და მისი რეალიზება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო. როგორც მან აღნიშნა,  ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა.

რევაზ სოხაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე მცირე მონაკვეთი. მათ შორისაა სამტრედიის ე.წ. ხიდის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის მონაკვეთზე უკვე გახსნილია 8-კილომეტრიანი გზა - ლანჩხუთის შემოვლითი მონაკვეთი. გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრი, ასევე 3-კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება იყოს პრაქტიკულად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სამტრედიის მონაკვეთს. საგზაო მიმართულებით გასული წელი მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა