მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

რა ხარვეზები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ პროგრამაში

news image

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში 2020-2021 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი განახორციელა. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა ჯამური ბიუჯეტის 14,8%, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ამასთანავე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30-წლიანი ვადით და სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

შესყიდვები 

მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შეფასება და აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად განხორციელება.

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 77 შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ პროექტის მიმწოდებელზე ბიუჯეტიდან გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 265,401 ლარი, თუმცა მიღებულია ხარვეზებით შედგენილი პროექტები და რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ იქნა განხორციელებული.

სახელშეკრულებო პირობების დაუსაბუთებელი ცვლილებები და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები - ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაუსაბუთებლად არის შეცვლილი, ხოლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში შეტანილი ცვლილებები შეუსაბამოა ექსპერტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

გარე განათების მომსახურებაში არსებული ხარვეზები - გარე განათების მომსახურების შესყიდვის დროს სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული წერტილების ჩართვა-გამორთვის რეგულირება და განათების ჩართვა-გამორთვის გრაფიკი. ბაზრის სრულყოფილი კვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად არის მიღებული გარე განათების წერტილების მომსახურების და მოწყობის სავარაუდო ფასი. ამასთანავე, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებში, რომელიც გახდა ანაზღაურების საფუძველი, რიგ შემთხვევებში არ იდენტიფიცირდება მომსახურებასთან დაკავშირებული პარამეტრები.

არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული შესყიდვა - ქალაქ ბათუმში, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის პროცესში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა, არაერთგვაროვანი მიდგომით არის განხორციელებული.

დაუდასტურებლად ანაზღაურებული ხარჯები - ქუჩების რემონტისათვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალების შესყიდვის, გადაზიდვის, უვარგისი გრუნტის დამუშავების და გატანის, ასევე სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების პერიოდის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, გადახდილია სამუშაოების ღირებულება.

რა რეკომენდაციები მისცა აუდიტის სამსახურმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას?

რეკომენდაცია №1: 

შემუშავდეს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების რაციონალურ მართვას, ჯეროვნად შეფასდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიით დასაფინანსებელი თანხების ოდენობა. ამასთანავე, დამატებითი შემოსავლების მიღების და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რეკლამის განთავსების უფლების გაცემის დროს გათვალისწინებულ იქნეს საბაზრო პირობების ცვლილებისადმი შესაბამისი უფლების გაცემის ვადები და სარეკლამო სივრცის ოპტიმალური მოცულობა.

რეკომენდაცია №2:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.

რეკომენდაცია №3:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების საჭიროების ზუსტად და სრული მოცულობით განსაზღვრას და სახელშეკრულებო პირობების შესრულებას.

რეკომენდაცია №4:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო პირობების შესაბამისად განხორციელებას. ამასთანავე, ქ. ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის დადასტურებისათვის გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას
ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს

რეკომენდაცია №5:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დანერგონ შიდა კონტროლის მექანიზმები, გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისათვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია №6:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ სამართლიან და ერთგვაროვან მიდგომას.

ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს
ა(ა)იპ − მუნიციპალური სერვისების სააგენტოს

რეკომენდაცია №7:

დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს განსახორციელებელ სამუშაოებზე სათანადო მონიტორინგს და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით თანხების ანაზღაურებას. ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი - სუს-ი

05.12.2025.18:29

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი, - განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.

მან დაასახელა კორუფციის შემთხვევების ექვსივე ფაქტი.

პირველი: მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა. 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ. 

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგი“-ს დირექტორი შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.

თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს. 

შპს ,,ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი. 

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაგნიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა