მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

რა ღირს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა

news image

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრი) სწავლის წლიური ფასი უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლებლებს უმეტესობას წლიური ტარიფი 2250 ლარი აქვს.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ  ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი ცოდნის მიღება ყველაზე ძვირი სტუდენტისთვის „კავკასიის უნივერსიტეტშია“, სადაც ქართულენოვან სექტორზე სწავლის წლიური საფასური 4590 ლარია, ხოლო ინგლისურენოვან სექტორზე 4990 ლარი.

რა ღირს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 500
  • ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 3490 ლარი ადგილების რაოდენობა - 150
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 35
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 100
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 35
  • სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 50
  • ქუთაისის უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 25
  • სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  (ქ. ფოთი) წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 15
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქართულენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი ადგილების რაოდენობა - 20
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 45
  • საქართველოს უნივერსიტეტი წლიური საფასური - 3200 ლარი ადგილების რაოდენობა - 25
  • კავკასიის უნივერსიტეტი წლიური საფასური 4590 ლარი ადგილების რაოდენობა 30
  • კავკასიის უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 4990 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 30
  • ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წლიური საფასური 3250 ლარი ადგილების რაოდენობა 25
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

18.08.2025.10:48

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით. 

კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. 

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით:  https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა