რა გავლენა აქვს კომუნალურ ტარიფებზე მაღალი ხარისხის სერვისსა და ინვესტიციებს
საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით ქვეყნისადმი ინტერესი მალე კიდევ უფრო გაიზრდება, Რაც ახალ რეალობაში ქვეყნისთვის როგორც გაზრდილ შესაძლებლობებს, ასევე ბევრ გამოწვევასაც ნიშნავს.
ევროპასთან დაახლოების გზაზე ქვეყანამ ევროდირექტივების შესრულება უნდა შეძლოს. ევროკავშირის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტირება საჭიროა ყველა მიმართულებით, როგორც საკნაონმდებლო ასევე ბიზნესის საქმიანობის კუთხით. ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ისეთი პირველადი საჭიროების სერვისიც მოითხოვს, როგორიც კომუნალური მომსახურებაა.
სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე აცხადებს, რომ ევროპული კანონმდებლობა ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს:
მისივე განმარტებით, კომუნალური ტარიფები სემეკის დაანგარიშებული მეთოდოლოგიების საფუძველზე დგინდება. „მომხმარებელს ყოველთვის სურს, რომ უფასო ან არსებულზე უფრო დაბალი ფასი იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს უფასო ენერგია, რადგან მისი წარმოება-განაწილება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს სალომე ჯანელიძე.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ წყლის მოპოვება-დამუშავება და მოსახლეობისთვის მიწოდება ძვირი ჯდება, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში წყლის ტარიფი საკმაოდ დაბალია.
არსებული მონაცემებით ყველაზე მაღალი ტარიფი ევროპის მასშტაბით დანიაშია და ერთ კუბ/მ-ზე 6.7$ შეადგენს. სლოვენიის, ჩეხეთისა და კვიპროსის მაცხოვრებლები თავისი შემოსავლის 1.4 %-ს იხდიან წყალმომარაგებაში.საქართველოში წყლის ტარიფი მინიმუმ 6-ჯერ ნაკლებია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
თუმცა, დაბალი ტარიფის პარალელურად, დაბალია წყალმომარაგების სფეროში სერვისის ხარისხიც. კვლევითი კომპანია ,,სონარის” მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვა კომუნალურ სერვისებთან შედარებით წყალმომარაგების კომპანიის მიმართ უკმაყოფილება ორჯერ მეტია თბილისის მოსახლეობაში.
თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი, 2022 წლიდან საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალი მფლობელი, კომპანია „აქუალიაა“.ინვესტორის მიერ ჩტარებულმა წყალმომარაგების სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, რომ თბილისის ქსელების 62% ამორტიზებულია და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის სერვისი და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება საჭიროებს ინვესტირებას, თუმცა გაწეული ხარჯი უნდა იყოს ადექვატური და მოსახლეობამაც მაღალი ხარისხის სერვისი უნდა მიიღოს.
საქართველოში სასმელი წყლის ტარიფს მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ადგენს. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანობაში საქართველოში წყლის გამანაწილებელი 8 კომპანია ოპერირებს, მათ შორისაა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია”, შპს "ბათუმის წყალი", შპს "საჩხერის წყალკანალი", შპს "ქობულეთის წყალი", შპს "რუსთავის წყალი", შპს "მარნეულის სოფწყალი", შპს "სოგური", შპს "საგარეჯო". სემეკის რეგულაციებს ექვემდებარება 70-მდე დამოუკიდებელი სისტემა, რომელთაგან ყველაზე დიდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“.
ჯივიპის ვებგვერზე არსებული მონაცემებით, მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ორგვარია უმრიცხველო აბონენტებისთვის, სადაც ტარიფი სულადობის მიხედვით იანგარიშება და ასევე ტარიფი მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მომხმარებლისთვის – თვეში 4.51 ლარი 1 სულზე,
2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.50 ლარი 1მ3-ზე. ტარიფში ასახულია, როგორც წყლის მიწოდების, ასევე წყალარინების სერვისის ღირებულებაც.
წყალმომარაგების აღნიშნული ტარიფები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებისთვის სემეკმა 2020 წლის 29 დეკემბრს დაადგინა და 2024 წლამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე სემეკს თბილისის და კიდევ რამდენიმე რეგიონის აბონენტებისთვის წყლის ახალ ტარიფს დაადგენს.
სემეკში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ბათუმის წყლის“, შპს „საჩხერის წყალკანალის“ და შპს „საგარეჯოს“ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების ანალიზი.
Gwp-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე ამბობს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების მთავარი გამომწვევი მიზეზი ჯივიპის შემთხვევაში წყალმომარაგების ხშირი წყვეტაა, რაც როგორც ჯივიპის ახალი მფლობელის, ევროპული კომპანია „აქუალიას“ მიერ ჩატარებულმა სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, სისტემის მძიმე მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობითაა გამოწვეული.
სემეკი დეკემბრის ბოლოს დაადგენს ახალ ტარიფს წყალმომარაგების სექტორისთვის, Საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი კი თავის მხრივ მზად არის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორი მზაობას გამოთქვამს სწორი სატარიფო პოლიტიკის შემთხვევაში იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტამდარტებთან.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მვო “ჯორჯია ფლასის” სამუშაო შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თემაზე
20.02.2026.16:38
(Basel Convention Regional Project)
საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასი” ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის - „პლასტიკის ნარჩენების პრევენცია - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად” ("Plastic Waste Prevention - Extended Producer Responsibility as an Effective Tool to Reduce the Negative Environmental Impact of Plastic Waste" Regional Project) განხორციელების ეტაპი, სადაც 3 ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი იღებდა მონაწილეობას.
რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებლი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება მვო „ჯორჯია ფლასია”.
პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და მვო „ჯორჯია ფლასის“ ინიციატივით, თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა, ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამუშავების სექტორის განვითარებისთვის.
„ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში - ქალაქ თბილისის მაგალითზე“ ამ სახელწოდების კვლევის შედეგები Factory Tbilisi-ში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება „ჯორჯია ფლასი” იყო. მასშტაბური კვლევა/პროექტი საერთაშორისო პარტნიორობით, საინვესტიციო ბანკ “DEG Impulse gGmbH” -თან თანამშრომლობით ხორციელდება.
კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პროგნოზირება, წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენის მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების (რეციკლირების) სისტემის შექმნისთვის.
კვლევა ასევე ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ე.წ. „ბოთლიყლაპია“ აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება PET-ის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia) პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და “ჯორჯია ფლასის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისიწინებით, ქვეყანას ეძლევა საშუალება განსაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას.