მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? - ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს

news image

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ, „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.

ინჯიამ „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს, რომელიც „პე ეს პე“ ჯგუფის ქოლგის ქვეშ მყოფი კომპანიაა, ჰკითხა უცხოურ ბაზარზე ოპერირებას ხომ არ აპირებენ სწორედ იმ მოგებით, რომელიც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების რეალიზაციით მიიღეს.

„რამით უკმაყოფილო ხართ საქართველოს ბაზარზე მუშაობით? ისე აღნიშნავთ 2023-2024 წლის მოგებას, თქვენ რომ ეს ქვეყნები ჩამოთვალეთ, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას საქართველოში მიღებული მოგებით აფინანსებთ ხომ ალბათ იმ ქვეყნებში შესვლას? იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება? ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? თუ კრედიტს იღებთ იმ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, რომელშიც შედიხართ ოპერირებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც კვლევა ჩაატარეთ. რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ბაზარზე შეხვიდეთ და ეს თქვენთვის საინტერესო არის. რა რეგულაციები არის იქ და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზრები აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენად განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებისგან?“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

„ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრით, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას, რომელიც მისი არსებობისთვის საკმარისი იქნება.

„მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, რომ მუშაობით კომპანია დაიხურება, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას“, - განაცხადა „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენელმა.

ილია ინჯიას განცხადებით, იმ ნარატივით საუბარი, რომ კომპანია წაგებაზე მიდის და მისთვის წინა წლები რთული იყო, არ არის მართებული.

„სანამ სხვა ქვეყნებში ოპერირებას გააგრძელებდით, მანამდე საქართველოს ბაზარზე იყავით მხოლოდ. ხომ არ დაშლილა კომპანია, ხომ არ დაკეტილა?! ისეთი ნარატივით საუბარი, რომ თითქოს უკმაყოფილო ხართ რაღაცით ეს არ არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს

30.03.2026.16:30

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.
მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.

მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა