ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 559,92 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 094 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი სამი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 30 641 ლარით დაჯარიმდა.
სხვა სიახლეები
05.09.2025.14:41
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.
მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.
მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.