მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება - ბერდია ჩანქსელიანი

news image

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა. მისი თქმით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზის გადაკეტვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

„გუშინ ღამით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან რამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება. დილის 6:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე გაწმენდილია და გამავალია გზა. დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დღის ბოლომდე ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება“, - განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს

22.07.2025.18:04

საქართველოს რკინიგზაში   მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს. 

ტრენინგის მიზანია, სერვისის  ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების  გაზრდა.  რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ. 

ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ  მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ  მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ  ტრენინგის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა