მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.5
0.0107
flag
AZN 1.5746
-0.0006
flag
CNY 38.769
-0.0013
flag
EUR 3.1566
-0.0126
flag
GBP 3.6109
-0.0242
flag
KZT 54.37
-0.0032
flag
TRY 0.0612
0
flag
USD 2.6769
-0.0009

ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება, რადგან მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს - მერაბ ვასაძე

news image

ქეშბექის თემა, რომელსაც გავდივართ განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ყოველწლიურად ხდება ქეშბექი გადახედვა. ეს არ არის ერთი პრობლემა. ქეშბექი დაახლოებით 13-14 წლის უკან იყო 12%. როდესაც 12% იყო ყოველწლიურად გვიმატებდნენ 2%-ს. ავიდნენ 20%-ზე, დაიწყეს 3%-ის მომატება, ახლა უკვე 5%- დან 7%-მდე ყოველწლიურად გვთხოვენ ქეშბექების გადახდას, - განაცხადა საკონდიტრო კომპანიის „სანდომი“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს. 

„სანდომის“ გენერალურმა დირექტორმა ბაზარზე არათანაბარ კონკურენციაზე გაამახვილა ყურადღება და მიიჩნევს, რომ აუცილებელი ქსელური მაღაზიებისთვის რეგულაციების დაწესება. 

„ჩვენი პროდუქტები ძირითადად იყიდება იმ ქსელურ მაღაზიებში, რომლებსაც უბნის მაღაზიები ჰქვია. ესენი გაცილებით მეტს ვაჭრობენ, ვიდრე დიდი ცნობადი ქსელები. მეორე აღმოჩენა, რაც ქსელურებმა გააკეთა არის, რომ ახლა შეიქმნა ძალიან დიდი გაერთიანება, რეალურად ბაზარზე სერიოზული მოთამაშე დარჩა 2 ან 3, ვინც ჩვენს პროდუქტს ყიდულობს. ერთ-ერთმა გაერთიანებამ გააერთიანა 5 თუ 6 წამყვანი ბრენდები, შექმნა უზარმაზარი ბრენდი, აარჩია ორი წამყვანი საკონდიტრო კომპანიიდან ერთ-ერთი და მეორეს, მაგალითად, ჩვენ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე განგვიცხადა უარი, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პროდუქტი იმიტომ, რომ მეორე კომპანიამ უკეთესი პირობები შემოგვთავაზაო. ჩვენი ძირითადი კონკურენტები ქართულ ბაზარზე არის რუსული, უკრაინული, თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და იმის ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად აღარ არის. 

ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 1300-1500 მაღაზიამდე, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე გვითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართო. შეიძლება რაღაც პირობები არ დავაკმაყოფილეთ, თუმცა ეს პირობები ყველა ცალმხრივია. ქსელური არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 10 წლის უკან ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა, რომ ყოველი წლის დასაწყისში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლია შეგვიწყვიტოს ხელშეკრულება. 

ამ დროს, ჩვენ ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს აღებული, უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება იმიტომ, რომ ის მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს, იცი რა, დააშავებ და ცუდად მოიქცევი? - გაგიშვებ და მივიღებ მეორეს. ამიტომ ვთვლი, რომ თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავვარდებით. ფასის შემცირება ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება“, - განაცხადა მერაბ ვასაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

19.02.2026.17:12

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობის დეტალური გეგმა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) და პროექტის კოორდინატორის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერების“ კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით.

პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას უხელმძღვანელებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვება და პროექტის კოორდინატორობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიაა. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციური წარმატებაა, არამედ იმ სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ავითარებს.

პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ კვლევისა და ინოვაციების მიმართულება, დავნერგოთ თანამედროვე საგანმანათლებლო და შეფასების მეთოდები, გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოორდინატორის სტატუსით ვახორციელებთ ინიციატივას, რაც გულისხმობს ლიდერობას, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას და პროცესების სტრატეგიულ მართვას. ჩვენი ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ პროექტის შედეგები რეალურად აისახოს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური ხარისხის ზრდას, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინსტიტუტ „ტექინფორმის“, კერძოდ, დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარი რაზმაძის დამსახურება პროექტის გამარჯვებასა და განხორციელებაში. მისი ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული პროექტის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმა, რამაც გაზარდა პროექტის წარმატების შანსი” - აცხადებს კარლო კოპალიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის განხორციელების მექანიზმებზე, განსაზღვრეს პასუხისმგებლობები და დაგეგმეს მომდევნო ეტაპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტების, ასევე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა