ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი - ლეილა კოლომიკოვი
ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.
საკრებულოს წევრის თქმით, მისთვის და მთელი საზოგადოებისთვის საოცრად ამაღელვებელი სანახავი იყო იმ დღეების საქართველო, როდესაც ოკეანედ ქცეულმა ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი.
„მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს და ჩვენს ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმ მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და რომელიც გარკვეული ჯგუფისთვის ჯერ კიდევ საქილიკოა.
დღევანდელ უწესრიგო მსოფლიოში კარგად დავინახეთ, რომ ადამიანების სიცოცხლე და გარდაცვალება მხოლოდ სტატისტიკაა. ნამდვილად ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ სულ ახლო წარსულში, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, და ეს საფრთხე ჯერაც არ გამქრალა და რომ არა პარტიის „ქართული ოცნების“ გონივრული პოლიტიკა, დღეს ჩვენ აქ ვერ ვისაუბრებდით ვერც განათლებაზე და ვერც ეკონომიკაზე და დღის წესრიგში მხოლოდ ერთი - ფიზიკური გადარჩენის საკითხი - გვექნებოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გუნდს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ლეილა კოლომიკოვმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
24.03.2026.18:08
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.