ქართველ ფერმერებს აგროკონსულტაციებს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა, უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა.
პროგრამით დადგენილია კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი - განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს.
პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% -ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს 30,000 ლარს. ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში თანადაფინანსების ლიმიტი განსაზღვრულია 70 %-ით, არაუმეტეს 10,000 ლარით. წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა ერთი პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია 2- ჯერ, თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს, ჯამში, 40,000 ლარს.
ტექნიკური დახმარების პროგრამაში უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია), სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, ასევე, არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
პროგრამით დადგენილი პირობაა, რომ უცხოური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობისათვის პოტენციურ ბენეფიციარს ყავდეს აგრონომი და გააჩნდეს :
მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს არანაკლებ 2000 ტონის ტევადობის შემნახველი ინფრასტრუქტურა.
პროგრამაში შესული ცვლილებები ხელს შეუწყობს აგროსასურსათო მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას, რაც სამომავლოდ გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:38
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი" გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.
ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.