ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია - ის ცოცხალი კულტურაა - შვეიცარიული გამოცემა Blick
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიული გამოცემა Blick საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ბუნება, კულინარია და ღვინო, - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რაც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში მოგზაურობის დროს ეს ქართული კერძები და ღვინოა, ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია - ის ცოცხალი კულტურაა“, - წერს Blick.
სტატიაში აღწერილია საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ტრადიცია, ქვევრში ღვინის მომზადების წესებით. ავტორი შვეიცარიელ მკითხველს აცნობს მარანში მიღებულ შთაბეჭდილებს, ასევე ქართულ ეროვნულ კერძებს.
სხვა სიახლეები
04.06.2025.16:35
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ დელეგაციის წევრებთან აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესში ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილა. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.