მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა

news image

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

„საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.

ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, UNESCO-ს მიღებულ დადებით დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანა ხორბლის შესახებ შემონახულ ტრადიციებთან დაკავშირებული კულტურული ფენომენის მიმართ ინტერესს გააძლიერებს. UNESCO ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ელემენტი ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას, გენდერულ თანასწორობას, ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ეკოლოგიურ მდგრადობას, ასევე, მშვიდობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებას.

საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე, 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანს ამ საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ნომინაციის მომზადებაში", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შპს „საქაერონავიგაცია“ განცხადებას ავრცელებს

11.11.2025.16:58

შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა - შველის საკოორდინაციო ცენტრში 112 - დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან საზღვართან ახლოს განიცადა.

საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით, საქაერონავიგაციის საძიებო ჯგუფი გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდის საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.

ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა