მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების დასკვნით ეტაპზე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

news image

ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების დასკვნით ეტაპზე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

პრეზენტაცია მოქალაქეებს საპროექტო კომპანია "სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელმა გააცნო.საპროექტო სამუშაოები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, დასახლების მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის ტარდება.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხი პროექტის ავტორებისგან მიიღეს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გადაიხედება მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. მოქლაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოადგინონ რეკომენდაციები როგორც ბეჭდური, ისე - ელექტრონული სახი, შემდეგ მისამართზე:

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო - მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154; 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მის: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, №5;

ელ.ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge

დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1OxyGdwg3COO6E8wV8N3PmZr-YSPnv6cB

შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

03.11.2025.16:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა