პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.
ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკ''-ს მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
01.01.2026.16:40
1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. კერძოდ, ძალაში შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე - 300 ლარი.