პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება
სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე მიიღებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა. პროგრამის ახალი რედაქციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250 000 ლარიდან 500,000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750,000 ლარამდე გაიზარდა.
ცვლილებები შეეხო ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი. პროგრამის ახალი რედაქციით, თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა. დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია არაუმეტეს 750 000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები ხელს შეუწყობს მეხილეობის დარგში პროდუქციის წარმოების ზრდას, ხოლო სეტყვის შემთხვევაში, მოსავლის განადგურებისა და დაზიანების რისკის შემცირებას.
სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში განაცხადებს ელექტრონულად მიიღებს.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მითითებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
11.12.2025.17:22
„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა - ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს.
დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7)სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუისთან და ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან-ლუკ კრიუკესთან.