პროფესიული უნარების სააგენტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ამ საჭიროებებზე რეაგირების გზების შემუშავებას. შეხვედრები სრულად ინტერაქციულია და ფოკუსირებულია საჯარო-კერძო თანამშრომლობის ახალი მოდელების დანერგვასა და არსებულის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრების სერია ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და გაგრძელდება წლის ბოლომდე.
საჯარო-კერძო დიალოგის აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და ამისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.